Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლენფილმი" სამამულო აღჭურვილობაზე ვერ გადაერთო


ლენფილმის ლოგო
ლენფილმის ლოგო

რუსეთის კინოსტუდია „ლენფილმმა“ ვერ შეასრულა მთავრობის დავალება და კინოწარმოებისთვის საჭირო სამამულო აღჭურვილობაზე ვერ გადაერთო, ასეთის არარსებობის გამო, იუწყება სააგენტო РБК კინოსტუდიის ანგარიშზე დაყრდნობით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მთავრობამ კინოსტუდიას რუსული წარმოების აღჭურვილობაზე ეტაპობრივი გადასვლა დაავალა. თუმცა, იმის გამო რომ საჭირო აღჭურვილობა რუსეთში არ იწარმოება, სტუდიამ დაკვეთა ვერ შეასრულა. ამასთან, „ლენფილმში“ აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ხელმისაწვდომი იმპორტირებული აღჭურვილობა კინოწარმოებისთვის საკმარისია.

როგორც РБК -სთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივი კინოწარმოება გადაღებებისას მხოლოდ იმპორტირებულ მასალებს იყენებს. რუსული ანალოგების შექმნას კი მრავალი წელი და უზარმაზარი ინვესტიციები დასჭირდება.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო დასავლების სტუდიებმა უარი თქვეს რუსეთის კინოთეატრებისთვის ფილმების ჩვენების ნებართვაზეც.

უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები რუსეთის ინდუსტრიის მრავალ სფეროს შეეხო. მათ შორის ჯანდაცვის, მანქანათმშენებლობისა და ტექნოლოგიების სფეროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG