Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთი პირი დააკავეს თბილისში, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე. შემთხვევა, დღეს, 5 აგვისტოს მოხდა.

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით.

XS
SM
MD
LG