ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ " რუსეთის შეიარაღებული ძალების ცუდი მუშაობა უკრაინაში შეჭრის დროს რუსეთის ფედერაციას ძვირად დაუჯდა."
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არაეფექტურობის გამო რუსეთის არმიის 6 მეთაური გაათავისუფლეს.
"ამ გათავისუფლებებს ემატება უკრაინაში ბრძოლის ველზე მოკლული მინიმუმ 10 რუსი გენერალი", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სარდლობის აწყობილი მუშაობის თაობაზე გაჩენილი კითხვის ნიშნები კიდევ უფრო "ამძიმებს რუსეთის ტაქტიკურ და ოპერატიულ პრობლემებს".
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა მხოლოდ გასული დღის განმავლობაში დაკარგა დაახლოებით 300 სამხედრო (სულ დაახლოებით 42,200), იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
აშშ–ის ცნობით, მოსკოვის მიერ თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის გაგზავნილი ძალების დაახლოებით ნახევარი, 75 000–ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ან დაიღუპა, ან დაიჭრა.