Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა


ჩრდილოეთი ვაზირისტანი. ახალგაზრდების ჯგუფი ტერორისტული აქტების საწინააღმდეგო აქციაზე. 5 აგვისტო, 2022 წელი
ჩრდილოეთი ვაზირისტანი. ახალგაზრდების ჯგუფი ტერორისტული აქტების საწინააღმდეგო აქციაზე. 5 აგვისტო, 2022 წელი

პაკისტანის ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარ აფეთქებას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო შვიდი-დაშავდა.

სამხედრო ოფიცერმა ანონიმურობის პირობით რადიო “მაშაალს” უთხრა, რომ სამხედრო კოლონა ჩრდილოეთ ვაზირისტანის სათავო ოფისიდან, მირან შაჰიდან ქალაქ ბანუსაკენ მიემართებოდა, როცა ის პატასი ადას არეალში გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა.

დაშავებულებს შორისაა სამი ჯარისკაცი და ოთხი სამოქალაქო პირი, რომლებიც კოლონასთან ერთად ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონში გადაადგილდებოდნენ. დაუდგენელია, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო თუ გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ეს ინციდენტი მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც თერიქ-ე-თალიბანის (TTP), იგივე პაკისტანური თალიბანის მილიტარისტული დაჯგუფების სამი სამხედრო ხელმძღვანელი გზისპირა ნაღმზე მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

XS
SM
MD
LG