Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაცხადა უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის შესახებ სამხედრო და საბიუჯეტო სფეროში დახმარების სახით


აშშ-ის, უკრაინის და კოლამბიის ოლქის დროშები კაპიტოლიუმის მახლობლად. ვაშინგტონი. 2022 წლის 5 მარტი
აშშ-ის, უკრაინის და კოლამბიის ოლქის დროშები კაპიტოლიუმის მახლობლად. ვაშინგტონი. 2022 წლის 5 მარტი

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სამხედრო დახმარების სახით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინისთვის და პირობა დადო, რომ ეს იქნება რაკეტების, საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის ყველაზე დიდი მიწოდება ამ ქვეყნის არმიისთვის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან.

პენტაგონის განცხადება გამოქვეყნდა 8 აგვისტოს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დაჰპირდა დამატებით 4,5 მილიარდ დოლარს უკრაინის მთავრობას მომსახურების ძირითადი სფეროებისთვის, როგორებიცაა საავადმყოფოების ელექტრომომარაგება და უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული მარაგების გადაცემა.

სამხედრო დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტების მიწოდებას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ებისთვის, რომლებიც უკრაინის თქმით, ეფექტურად ეხმარებიან მის ძალებს ბრძოლის ველზე.

USAID-მა განაცხადა, რომ ამ დახმარებით, რომელიც 8 აგვისტოს გამოცხადდა, უკრაინისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ გაწეულმა საბიუჯეტო მხარდაჭერამ 8,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

USAID-ის პრესრელიზის თანახმად, დაფინანსება გადაეცემა უკრაინის მთავრობას ტრანშებით და დაიწყება აგვისტოში 3 მილიარდი დოლარის გამოყოფით.

ეს დაეხმარება მთავრობას შეინარჩუნოს არსებითი ფუნქციები, მათ შორის, სოციალური და ფინანსური დახმარებისა ღარიბი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG