მიუხედავად რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა, ამ ქვეყნიდან ბოლო ექვს თვეში გერმანიაში შეტანილი საქონლის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. პირველ რიგში ნავთობის და გაზის საფასურის აწევის გამო, ეს თანხა 51 პროცენტით გაიზარდა და 22 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
ამის თაობაზე გერმანიის მედია იტყობინება ფედერალური სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით.
საქონლის მოცულობის თვალსაზრისით, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, იმპორტი 24 პროცენტით შემცირდა.
ამ დროს მკვეთრად შემცირდა გერმანიიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის საერთო ფასი. წლევანდელი წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან რუსეთში 8,3 მილიარდი ევროს საფასურის საქონელი გაიტანეს, რაც 34 პროცენტით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე.
დაწერეთ კომენტარი