Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისქვეშეთის უჰაერობა (მეტროს დღიურები)


ავტორი: მიშო სორდია

1965 წლის 28 ნოემბერს, ღამით, მემანქანე ნოე ლაცაბიძემ მძიმედ ჩაისუნთქა თბილისის მიწიქვეშეთის საბჭოური სილაღის ნაწილაკები და პირველი საცდელი მატარებელი გაიყვანა რეისზე. ალბათ ნოე ვერ წამოიდგენდა, თუ როგორი სასიცხლოდ მნიშნელოვანი ნაბიჯები გადადგეს მაშინდელმა მეტრომშენის ჯგუფმა, ადამიანებმა რომლებმაც ტხუნელებივით გამოხშირეს ნიადაგი ქალაქის ქვეშ და წრაფად გადაადგილებადი ჭიაყელები აამუშავეს.

1966 წლის 10 იანვარს სადგურ „რუსთაველზე“ საზეიმოდ გაიჭრა ლენტი და თბილისის მეტროპოლიტენი გაიხსნა, შეკრებილი ამხანაგები დაფუცუცებით ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, რადგან იქ მდგომთშორის იყვნენ ადამიანები რომლებთაც თვალით არ ენახათ მიწისქვეშა მონსტრები, ალბათ ერიდობნენ კიდეც, მათვის ასეთი ცნობისმოყარეობის მწვერვალი ჯერ უცხო იყო, მაშტაბური სიახლის შიში თავზე უკაკუნებდათ დავარცხნილ ამხანაგებს, თვალებ გაცეცებულები აკვირდებონდნე სისხლის და ჟანგის ფერების შერწყმით ამოხეთქილ მარმარილოს კედლებს, რომელიც რუსთაველზე აღმოცენდა გაზაფხულის სარეველას მსგავსად, შესასვლელი ვერცხლისფერი შუშებიან კარებებს შეადგენდა საიდანაც, ჯაზზივით მოედინებოდა ნიავი, თუ მას ყურს დაუგდებდით და არა, მხოლოდ იქაურ ხმაურში დაიკარგებოდით, გაიგებდით როგორ ამოქონდა ქალაქის ცარიელი შიგნეულობიდან ამოუთქმელი მელოდიები. ყავისფერი ბრბო დაიძრა შესასვლელისკენ, ჯერ არავინ დგამდა პირველ ნაბიჯს, ერთმანეთის ლოდინში ფრთხილად იკავებდნენ ტანის გადახრილობას, ერთერთმ ფეხსაცმელმა განაპირობა ადამიანების მასის უმრავლესობის მარტივი მიმიართულება, შესულიყვნენ აუმოუცნობ ცივ კარებებში, სადაც მღელვარების მაგივრად, უცნაური რობოტ მაცივრები დახვდათ სამი გამოშვერილი ხელით, რომელებიც არასტანდარტულად მოქნილად გადადიოდნენ გავლის პროცესში, შემდეგ მოვიდა დრო მეტალის ამომავალი კბილების ჯერი, რის მეშვეობითაც უკვე მთავარ დარბაზში მოხვდებოდით, სადაც მიწიქვეშეთის მთავარუ გმირი უნდა გამოჩენილიყო მოძრავი მეტალის კიბერ ჭიაყელა, რომლის მუცელი სკამებით იყო სავსე და ჯერ კიდევ გაუწეპავი მოაჯირებით, ხოლო წარწერა ნუ მიეყრდნობით თქვენი ოფლიანი იღლიებით ნურავის ჯერ კიდევ მხოლოდ პირდაპირ მნიშვნელობას ატარებდა. ომახიანად, შიშნარევი ღიმილებით შეცვივდნენ უცხო სხეულში ამხანაგი ბრბო, სადაც პოზიტიურად გადაადგილების ალბათობა მათში მომნუსხველ სიხარულს აღძრავდა.

2022 წელი,თბილისი, რუსთაველის მეტროს შესასვლელთან შეამჩნევთ უაზრო მოწყობილობას, კრივის აპარატს, სადაც ათავსებთ ბედნიერად ერთ ლარს და შესაძლებლობა გაქვთ ორჯერ დაარტყათ, აპარატი დარტყმის შემდეგ ზომავს თქვენს სიძლიერეს და ადარებს უაზრო ციფრს 999 ს სადაც დაწერილი პროგრამა არასდროს არ მისცემს დამრტყმელს საშუალობას გასცდეს ამ ციფრს, ყოველ ჯერზე გჯერა, რომ აცდები, რომ გააუმჯობესე შენი შეკრული დაძაბული ვენების უაზრო პულსაცია, მაგრამ მხოლოდ უარესად იძაბები რადგან ტესტესტერონი შენს სისხლში მაღალ ნიშნულზეა, სუნთქვა გიხშირდება, იწყებ სვლას მეტალის კარებებისკენ, ეს უაზრო აპარატი გაძლევს მოტივაციის სიმულაციას და ფიქრის საფუძველს, რომ მეტროში არ მოიწყინო. მეტროში შესვლითანავე იგივე ნიავი დაგიბერავთ სახეში, უბრალოდ განსახვავებით 1961 წლისგან როდესაც სიახლის გაშტერებული თავბრიდამხვევი ჯაზი გეფეთებოდათ, დღეს ათასობით ადამიანის ჩახუთულ სივრცეში ამოხეთქილი, ამოუთქმელი ყოველდღიურობის მკვრივი ბღავილის მსგავსი ნიავს შეიგრძნობთ, უეცრად კი შეგხვდებათ შესვლის გადამყიდველები, რომლებიც გასვლას გთავაზობენ, უნიკალური შეუთვისებელი პროფესია, იმ ანონიმურ მოჩვენებას წააგვანან, რომლებიც ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადასვლაში გეხმარებიან, სასიამოვნოდ სრიალებ მეტალის კბილებში მოქცეული, იწყებ საკუთარ თავში წარმოსახვების აფეთქებას, იმტვრები ფაფუკად იმის წარმოდგენით, რომ თითქოს ამ მოძრავი კიბეების ქვეშ, გეტოების ფეფრფლიანი უბნებია სადაც ადამიანებს დღის სინათლე არასროს უნახავთ, თითქოს ის პირველი მეტროს მშენებლები ცხოვრობენ შენს ფეხებ ქვეშ, გიყურებენ გამურული ამხანაგები წარსულიდან, და მხოლოდ შემდეგ ამჩვნევ ამომავალ გაშტერებული ადამიანების თვალებს, რომელბიც უსახოდ იცქირებიან ჩამავალი გაშტერებული ადამიანებისაკენ, ეს წუთიერი ვიზუალური დუმილი გაფიქრებს იმაზე, თუ რატო არასდროს ვლბებით?! ვუახლოვდები პატარა შუშებიან ჯიხურს სადაც მიწისქვეშეთის დამკვირვებელი ზის როგორც წესი, ადამიანი, რომელმაც უნდა მიუთითოს უსხეულო არსებებს, რომ კიბეეებზე დასხდომა ან მთვრალი მეტროში ჩასხდომა არ შეიძლება ან მის შავ გაწეპილ მოძრავ მოაჯირებზე ეგრედ წოდებული უკანა ხედვით ჩამოსრიალება სახიფათოა თქვენი ჯამრთელობისთვის, მიწისქვეშეთის ზედამხედველი უსიცოცხლო თევზივით, ურეაგიროა ადამიანების ნაკადის მიმართ, რომლებიც საკუთარ თავებში გაუთავებლად გარკვევას ცდილობენ, ვერ მოიქექეს ვერაფერი ისეთი რაც ამ ქვეყანას წაადგებოდა, ამიტომ დაიჯერეს დროის უსასრულობის ციკლის, რომელიც ჩუმად ჩაგვჩურჩულებს ყოველ ჯერზე, როდესაც ეჭვი შეგვქაქვს არსებობაში ან გვეშინია სიცოცხლის, ჩვენ უკვე დიდი ხნის მკვდრები ვართ, ჩვენ უკვე ვიცხოვრეთ ეს ცხოვრება მრავალჯერ, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები ვინც ეს მეტრო ააშენა, ვინც შემდეგ პირველად შედგა მასში ფეხი და ისინი ვინც მომავალში შესძენენ მას ახალ ხიბლს, დამვშიდდი რადგან მეტროში გატარებისთანავე შემდეგი ერთი საათი ნებისმიერ მუნიციპალური ტრასპორტით მგზავრობა უფასოა, თბილისის მერია, გისურვებთ წარმატებულ დღე!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG