Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში კოპტურ ეკლესიაში ხანძრის შედეგად მინიმუმ 41 ადამიანი დაიღუპა


მღვდელი კაიროს კოპტურ ტაძარში. 2011 წ.
მღვდელი კაიროს კოპტურ ტაძარში. 2011 წ.

14 აგვისტოს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, კოპტური ეკლესიის ტაძარში, ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა მინიმუმ 41 ადამიანი და 14 დაშავდა, განაცხადა ეკლესიამ.

მუშათა რაიონში მდებარე აბუ სეფეინის ტაძარში გაჩენილი ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით არ არის ნათელი. გამოძიების წინასწარი დასკვნის თანახმად, მიზეზი შეიძლება იყოს მოკლე ჩართვა.

ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მსხვერპლი გამოიწვია კვამლმა და ჭყლეტამ, როცა ხალხი გაქცევას ლამობდა.

ეს ეგვიპტეში ხანძრით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა უკანასკნელ წლებში.

XS
SM
MD
LG