Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების გაზრდას 2,039,758 პირამდე, ამჟამინდელი 1,902,000-დან.

25 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სამხედროთა რიცხვი გაიზრდება 1,013,628-დან 1,150,628-მდე.

ბრძანება ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვარს.

ბრძანების გავრცელების ფონია მეშვიდე თვეში შესული ომი უკრაინაში, რომელიც დაიწყო მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრით და რომლის დროსაც ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსეთის არმიას დიდძალი დანაკარგი აქვს.

XS
SM
MD
LG