თინათინ ხიდაშელი - "საქართველოს გაწევრიანებით, ნატოს შეუძლია მნიშვნელოვანი, თამამი, გაბედული პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს მოსკოვის მიმართ"
"სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სლოვენიაში მიმდინარე "ბლედის სტრატეგიულ ფორუმში" მონაწილეობს. ის თვლის, რომ დღევანდელ ვითარებაში, "რომელშიც იმყოფება მთელი მსოფლიო, საქართველო არის არა პრობლემა მათთვის [ნატოსთვის], არამედ რეალურად შესაძლებლობა".