Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ირწმუნება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებული რაკეტა თავად რუსებმა ისროლეს


რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან ნასროლი რაკეტები უკრაინის ქალაქ ხარკოვის თავზე. 2022 წლის აგვისტო
რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან ნასროლი რაკეტები უკრაინის ქალაქ ხარკოვის თავზე. 2022 წლის აგვისტო

უკრაინა უარყოფს, რომ კავშირი აქვს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დღეს მომხდარ აფეთქებებთან. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ბელგოროდიდან ხარკოვს ესროლეს 3 რაკეტა და მათგან ერთი რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქდა.

ბელგოროდში აფეთქებების შესახებ დილით იუწყებოდა ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი, რომელიც აცხადებდა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა.

XS
SM
MD
LG