ერევანში უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა ფონდ Internews-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, "ტეფის" პრემიის ლაურეატი, მანანა ასლამაზიანი.
ამის შესახებ ფეისბუკით იტყობინება ჟურნალისტი ვიქტორ მუჩნიკი. "დღეს ერევანში დაიღუპა მანანა ასლამაზიანი. ის მანქანამ გაიტანა. ჩვენ ოცი წელი ვმეგობრობდით... დღეს საღამოს უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. და ვეღარ შევხვდით. ჩემს ზარს არ უპასუხა და მერე აღარ დამირეკა. ჩვეულებრივ, ასე არ აკეთებდა. წავედით მის საძებრად. რეანიმაციაში გვითხრეს, რომ ვეღარ უშველეს", - დაწერა მუჩნიკმა.
მანანა ასლამაზიანი 1952 წლის 10 იანვარს დაიბადა ერევანში. ის რუსეთში ხელმძღვანელობდა ფონდ Internews-ს, რომელიც შედიოდა აშშ-ში დაფუძნებული ასოციაცია Internews International со-ში და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერით იყო დაკავებული.
ასლამაზიანი იყო "რუსეთის მედიამენეჯერის" პრემიის 2002 წლის ლაურეატი საგანგებო ნომინაციაში "მედიაბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის", იყო რუსეთის ტელევიზიის აკადემიის სპეციალური პრიზის მფლობელი "რუსული ტელევიზიის განვითარებაში პირადი წვლილისთვის" რეგიონული ტელევიზიისთვის კადრების მომზადებისთვის". 2002 წელს ის აირჩიეს ტელე-რადიო მაუწყებლობის ეროვნულ ასოციაციაში, თუმცა ხუთი წლის შემდეგ იქიდან გაათავისუფლეს ვალუტის კონტრაბანდასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამო.
როგორც გამოძიება ამტკიცებდა, მან თითქოს საფრანგეთიდან რუსეთში შემოიტანა ცხრა ნახევარი ათასი ევრო დაშვებული ათი ათასი დოლარის ნაცვლად. ასლამაზიანი ამბობდა, რომ ვერ გაითვალისწინა ვალუტის კურსებს შორის განსხვავება. ამის შემდეგ ჟურნალისტი რუსეთიდან წავიდა და დატოვა ფონდი Internews-ი, Internews-ის რუსულმა განყოფილებამ კი არსებობა შეწყვიტა.