უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 აგვისტოს ევროპის კავშირს მოუწოდა, აკრძალოს ყველა რუსული სახელმწიფო ტელეარხი და "პროპაგანდისტები", რითაც აშკარად მიანიშნა რუსეთის სახელმწიფო მედიის თანამშრომლებზე.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მან პრაღაში ჩატარებულ Forum 2000-ზე ვიდეო გამოსვლისას განაცხადა.
"არც ერთი რუსი პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროპის კავშირის ტერიტორიაზე. არც ერთ რუსულ სახელმწიფო სატელევიზიო არხს არ უნდა მიეცეს მუშაობის გაგრძელების უფლება ევროპის კავშირის ტერიტორიაზე", თქვა ზელენსკიმ თარჯიმნის მეშვეობით.
ზელენსკისთან ერთად ფორუმზე საპროგრამო სიტყვით გამოვიდნენ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა და ამერიკელი პოლიტოლოგი, იოშიჰირო ფრენსის ფუკუიამა.
31 აგვისტოს პრაღაში მუშაობა დაიწყო და ორ სექტემბრამდე გასტანს "ფორუმ-2000"-ის 26-ე შეხვედრა. წლევანდელი ფორუმის სახელწოდებაა „დემოკრატიის აშკარა და რეალური საფრთხე: როგორ ვუპასუხებთ?
ფორუმი ეძღვნება ომის შემდგომი უკრაინის მომავლის საკითხებს.
დაწერეთ კომენტარი