Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში "რუსელოისის" მეტალურგები ხელფასის მატების მოთხოვნით გაიფიცნენ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ხელფასების 50 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით რუსთავის მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები დღეს, 5 სექტემბერს გაიფიცნენ. საწარმო ამჟამად გაჩერებულია. ქარხნის შენობასთან შეკრებილი გაფიცულები ამბობენ, რომ სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს დასაქმებულთა უმეტესობა, დაახლოებით 400 ადამიანი. თანამშრომლების თქმით, მძიმე სამუშაო პირობების ფონზე, 600-700-ლარიანი ხელფასი, სრულიად არასაკმარისია ცხოვრების მინიმალური პირობების დაკმაყოფილებისთვის.

გაერთიანებული პროფკავშირების რეგიონული წარმომადგენლობიდან რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მუშებს დირქციისთვის ოფიციალურად პრეტენზიები ჯერ არ წაუყენებიათ. როგორც ქარხნის წარმოების ხელმძღვანელმა, ბიძინა მინდელმა უთხრა რადიო თავისუფლებისთვის, ქარხნის მენეჯმენტს 5 სექტემბერს, დილის საათებში ჰქონდა შეხვედრა დასაქმებულთან და მათ აუხსნეს, რომ ამ ეტაპზე საწარმოს ხელფასების გაზრდის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. მინდელის თქმით, ქარხანას მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მათ გარემოს დაბინძურების შესამცირებლად აქვთ დაკისრებული სახელმწიფოს მხრიდან და არ რჩება რესურსი ხელფასების გასაზრდელად.

"გაფიცულები ამჟამად ოფიციალურ მიმართვას ამზადებენ, რომ პროცესს სამართლებრივი ფორმა მიეცეს", - უთხრეს რადიო თავისუფლებას პროფკავშირებში.

XS
SM
MD
LG