Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ადგილი ჯგუფში - საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა პლეი ოფის გარეშე დაასრულა. A ჯგუფის თამაშებს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ხუთივე მატჩში საკუთარი მოედნის უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შეძლო მოგება და ექვსგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

დასკვნით ტურში, ქართველი კალათბურთელები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდნენ. თუ მოუგებდნენ, პლეი ოფში გამსვლელ მეოთხე ადგილსაც ინაღდებდნენ, მაგრამ მეტოქეს ვერ აჯობეს, რვაქულიანი სხვაობით დამარცხდნენ - 73:81 და მეოთხე პოზიციაზე მონტენეგრო დარჩა.

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე, მონტენეგროსთან მარცხამდე წააგო ბელგიასთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან და მოუგო თურქეთს.

A ჯგუფში პლეი ოფში მონტენეგროს გარდა გავიდნენ ესპანეთი, თურქეთი და ბელგია, რომლებიც სწორედ ასეთი თანმიმდევრობით გადანაწილდნენ პირველ-მესამე ადგილებზე.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები მერვედფინალში გადაერთვება. პლეი ოფის შეხვედრებს 10 სექტემბრიდან ბერლინი უმასპინძლებს.

This item is part of
XS
SM
MD
LG