გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, მსოფლიომ მასშტაბური დახმარება უნდა გაუწიოს პაკისტანს, ძლიერი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავების პროცესში. ბუნებრივმა კატასტროფამ პაკისტანში 1300-ზე მეტი ადამიანი იმსხვრპლა, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი წყლით არის დაფარული.
9 სექტემბერს ისლამაბადში, პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შეჰბაზ შარიფთან შეხვედრისას გუტერეშმა თქვა, პაკისტანზე სათბური გაზების გლობალური ემისიის 1 პროცენტზე ნაკლები მოდის, და გამოწვევას უნდა გამკლავებოდნენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ კლიმატის ცვლილებებზეო.
წყალდიდობა გამოიწვია ორი თვის განმავლობაში გაგრძელებულმა ძლიერმა წვიმამ, კატასტროფამ იმსხვეპლა სულ მცირე 1391 ადამიანი, ზიანი მიადგა 33 მილიონ ადამიანს. გუტერეშის თქმით, გარკვეული შეფასებებით პაკისტანს აღდგენის სამუშაოებისთვის 30 მილიარდამდე დოლარი ესაჭიროება.
გაეროს გასულ კვირაში წამოიწყო სასწრაფო გლობალური ინიციატივა, რომლითაც კატასტროფასთან საბრძოლველად უნდა შეგროვდეს 161 მილიონი დოლარი.
დაწერეთ კომენტარი