Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური ელჩების დაბლოკვაზე: მაგას მარტო გოგაშვილი არ წყვეტდა


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდში მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ელჩებად "აგენტების ბაზაში" მყოფი ადამიანების დანიშვნის შესახებ, არასწორია. მან ჟურნალისტებთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, კონკრეტულად ვის გულისხმობს სოსო გოგაშვილი.

"აგენტები რომ აღმოეჩინათ, მაშინ უნდა დაგვეჭირა, რაის აგენტები აღმოაჩინეს... იყო სხვადასხვა თემები, კონტრდაზვერვა თვლიდა ზოგ-ზოგიერთ კანდიდატზე, [გოგაშვილი] ვისზე საუბრობს არ ვიცი, რომ მიზანშეწონილი არ იყო მაინცდამაინც, არ დაინიშნოს ამ ქვეყანაში, შეიძლება სხვა ქვეყნებში და არა - აქ. ეგეთი რაღაც არ ყოფილა, თორემ დაიბლოკებოდა. მაგას მარტო სოსო გოგაშვილი არ წყვეტდა... იქ მთელი სამსახურები მუშაობდა, რას ჰქვია აღარ დაბლოკილიყო, თუ იდო თემა - დევს, დაიბლოკა - დაიბლოკა", - თქვა გომელაურმა.

13 სექტემბერს სოსო გოგაშვილმა "ფეისბუკზე" მოქმედი ხელისუფლებისა და თავისი ყოფილი სამსახურის მიმართ კიდევ ერთი ბრალდება გააჟღერა. მისი თქმით, საქართველოს ორ ქვეყანაში "აგენტების ბაზაში" აღმოჩენილი ადამიანები ჰყავს ელჩებად დანიშნული.

"დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა [სუსის მაშინდელმა ხელმძღვანელმა] და მომთხოვა თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. "შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო" - თქვა გომელაურმა... მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე", - განაცხადა გოგაშვილმა, რომელსაც კონკრეტული ელჩები არ დაუსახელებია.

ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

XS
SM
MD
LG