"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. NDI-ის კვლევა დღეს, 16 სექტემბერს გახდა მედიისთვის ხელმისაწვდომი.
- თუკი, პროდასავლურების მომხრეთა წილი 12-14 პროცენტს შორის მერყეობდა, წელს - 47 პროცენტამდეა გაზრდილი;
- კვლავ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ "ქვეყანა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან", თუმცა მათი წილი 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია;
- წელს კიდევ უფრო შემცირდა და 2 პროცენტამდე დაეცა "პრორუსული" პოლიტიკის მომხრეთა წილი.
ამავე კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.
გამოკითხვა ჩატარებულია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო - ანუ დაპირება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მისცემენ, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში.
კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.