რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ პოპულარული ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი "უცხოეთის აგენტი" ფიზიკური პირების რეესტრში შეიყვანა. სააგენტოს ვებგვერდზე, გალკინის "უცხოეთის აგენტების" სიაში შეყვანის მიზეზად უცხოური დაფინანსების უკრაინიდან მიღებაა მითითებული. უწყების ცნობით, ტელეწამყვანი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.
სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მსახიობ საუბრის დროს აღნიშნა, რომ მაქსიმ გალკინი "აშკარად სხვა გზას დაადგაო".
მსახიობმა მაქსიმ გალკინმა და მისმა ცოლმა ალა პუგაჩოვამ შვილებთან ერთად რუსეთი დატოვე უკრაინაში მოსკოვის სამხედრო შეჭრის შემდეგ. გალკინმა წასვლის შემდეგ ღიად გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები, მანამდე კი არაერთხელ მოახდინა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პაროდირება.
2022 წლის აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პუგაჩოვა და მისი ორი შვილი რუსეთში დაბრუნდნენ. 4 სექტემბერს პუგაჩოვას Instagram-ის გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომელშიც მან კომენტარი გააკეთა ყოფილი საბჭოთა პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალების შესახებ. მანამდე კი მომღერალი მის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დაესწრო. "დიდი ხანია ასე არ მიტირია. წავიდა ეპოქა, რომელშიც ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, დავასრულეთ "ბოროტების იმპერია" მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენი შვილების მომავლის შიში გაქრა. და რაც მთავარია. გორბაჩოვმა უარყო ძალადობა, როგორც პოლიტიკისა და საკუთარი ძალაუფლების შეინარჩუნების გზა ", - წერს პუგაჩოვა.
მომღერალმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ შეცდომების დაშვება, მთავარია, რომ "ის არ გახდეს საბედისწერო მთელი კაცობრიობისთვის."