Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხიანში, ბინაში ორი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს


გუშინ, 20 სექტემბერს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში. არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე კაცებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო - გამოძიების საწყის ეტაპზე, როცა დანაშაულის კონკრეტული ნიშნები გამოკვეთილი არ არის, საქმის წარმოება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება.

სხვა დეტალები უცნობია.

XS
SM
MD
LG