Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აწყობს ქალის სიკვდილის გამო მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების საწინააღმდეგო აქციებს


ჰიჯაბის მხარდამჭერი აქცია თეირანში, 23 სექტემბერი, 2022
ჰიჯაბის მხარდამჭერი აქცია თეირანში, 23 სექტემბერი, 2022

ირანის რამდენიმე ქალაქში გაიმართა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, მიმართული იმ ანტისამთავრობო დემონსტრაციების წინააღმდეგ, რომლებმაც იფეთქა თეირანის მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული 22 წლის ქალის სიკვდილის შემდეგ.

სამთავრობო სააგენტო IRNA-ის ცნობით, 23 სექტემბერს ქუჩებში გავიდნენ მოქალაქეები რათა "აღმოიფხვრას წმინდა ყურანის შეურაცხყოფა, მეჩეთებისთვის ცეცხლის წაკიდება და ისლამური ჩაცმულობის წესების შებღალვა". აქციის მონაწილეებმა ანტისამთავრობო დემონსტრანტები დაგმეს და მათ "ისრაელის ჯარისკაცები" უწოდეს, აქცია პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა. ამასთან, სამთავრობო აქციების მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს" - ამ ლოზუნგებს ხშირად იყენებენ ქვეყნის სასულიერო მმართველები სახელმწიფო ღონისძიებებზე.

მთავრობის მიერ მხარდაჭერილი აქციების ფონზე, არმიამ ირანელებს უთხრა, რომ დაუპირისპირდება მღელვარების უკან მდგომ "მტრებს".

მღელვარება ირანის ათობით ქალაქს მოედო, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის მორალის პოლიციის მიერ დაკავების და შემდეგ მისი სიკვდილის გამო. პოლიცია აცხადებს, რომ ქალი მოულოდნელი გულის შეტევით გარდაიცვალა და უარყოფს აქტივისტების განცხადებებს, რომ ის ნაცემი იყო. საპროტესტო აქციები დაიწყო ამინის მშობლიურ ქალაქში, ქურთთა რეგიონში და შემდეგ მოედო ქვეყნის სხვა ნაწილებს, თეირანის ჩათვლით. აქციებზე ისმოდა მოწოდებები იძულებითი ჰიჯაბის კანონის და მორალის პოლიციის გაუქმებისკენ. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანდა, რომ ზოგიერთი ქალი აქციაზე ჰიჯაბს წვავდა. იყო მოწოდებები ისლამური რესპუბლიკის დასრულებისკენ.

XS
SM
MD
LG