Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 1,1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას


მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემა(HIMARS)
მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემა(HIMARS)

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამზადებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 1.1 მილიარდი დოლარის პაკეტს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. უახლოეს ხანში გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი პაკეტით უკრაინა დამატებით მიიღებს მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემებს(HIMARS) და საბრძოლო მასალებს, უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებებს, რადარებს და ა.შ.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 15.1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG