Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი ომის დანაშაულად მიიჩნევს მარიუპოლიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანას, რაც დაადასტურა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმაც

მარია ლვოვა-ბელოვა, რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი
მარია ლვოვა-ბელოვა, რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი

უკრაინამ ომის დანაშაული უწოდა უკრაინელი ბავშვების მარიუპოლიდან რუსეთში გადაყვანას. ბავშვების გადაყვანაზე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა მარია ლვოვა-ბელოვამ ისაუბრა. მისი ციტატა გამოცემა "მოსკოვ ტაიმსის" ტვიტერის გვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მარიუპოლიდან რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვები თავდაპირველად ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი რუსეთისადმი, მაგრამ ახლა უკვე აღარ სურთ სახლში დაბრუნება.

მარია ლვოვა-ბელოვამ დაადასტურა ინფორმაცია, რომელზეც მისმა უკრაინელმა კოლეგამ საერთაშორისო საზოგადოება უფრო ადრე ჩააყენა საქმის კურსში.

რუსეთში უკანონოდ გადაიყვანეს 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი - ამის შესახებ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმა. მისი თქმით, ეს ფაქტი უკრაინელების გენოციდზე მიუთითებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, რუს მოხალისეებთან თანამშრომლობით, უკრაინამ ჯერ მხოლოდ 51 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

XS
SM
MD
LG