Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს სტუდენტებს ქვეყნის დასატოვებლად ცნობა დასჭირდებათ


საილუსტრაციო ფოტო, ლექცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საილუსტრაციო ფოტო, ლექცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში

რუსმა სტუდენტებმა, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, საზღვარგარეთ წასვლისას უნივერსიტეტიდან ცნობა უნდა წარადგინონ. თუ სტუდენტი სარეზერვო აღრიცხვაზეა, მაშინ ქვეყნის დასატოვებლად ნებართვა სამხედრო კომისარიატიდან უნდა მიიღოს. ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასს-ი" "122"-ის ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციით მიხედვით ავრცელებს.

"რუსეთში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც სწავლის დასწრებულ ფორმატზე ირიცხებიან და არ არიან სარეზერვო აღრიცხვაზე, გაწვევას არ ექვემდებარებიან გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში. ამიტომ უკეთესია დეკანატში აიღოთ ცნობა, რომ ხართ სტუდენტი და სწავლობთ დასწრებულ განყოფილებაზე“, - უპასუხეს ცხელ ხაზზე სააგენტო „ტასს-ს"

მათივე ცნობით, თუ სტუდენტი რეზერვში იმყოფება, მაშინ საზღვარგარეთ გასასვლელად სამხედრო კომისარიატიდან ცნობა დასჭირდება.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობს ასობით მამაკაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG