Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე


ანტისამთავრობო გამოსვლა პრაღაში. 28 სექტემბერი, 2022 წელი
ანტისამთავრობო გამოსვლა პრაღაში. 28 სექტემბერი, 2022 წელი

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, რომელთა მოთხოვნებს შორის იყო უკრაინისთვის მხარდაჭერის, კერძოდ, იარაღის მიწოდების შეწყვეტა, რუსეთიდან იაფი გაზის მოწოდების უზრუნველყოფა და ჩეხეთის ნეიტრალიტეტი.

28 სექტემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო მოსკოვის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მქონე პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას მთავრობის გადადგომა.

დემონსტრაციის ორგანიზატორები იყვნენ იგივე ძალები, რომლებმაც ერთი თვის წინ 70 ათასი ადამიანი შეკრიბეს. ამჯერად საპროტესტო აქციის მონაწილეების რიცხვი, სხვადასხვა შეფასებით, ნაკლები იყო.

საპროტესტო აქციები ჩეხეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. აქციები მომზადებული იყო ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური ოპოზიციური პარტიების, ასევე ბლოგერების და საზოგადოებრივი აქტივისტების მიერ. ზოგიერთი მათგანი არ მალავს პრორუსულ შეხედულებებს, თუმცა ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მთავარი საზრუნავი უკავშირდება საწვავის ფასების და კომუნალური მომსახურების გადასახადების ზრდას, მაღალ ინფლაციას და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს, რაშიც ადანაშაულებენ ევროკავშირს და ჩეხეთის ამჟამინდელი მთავრობის კურსს.

პრემიერ-მინისტრმა ფიალამ წინა დემონსტრაციის შემდეგ განაცხადა, რომ იგი მოწყობილი იყო იმ პრორუსული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ჩეხეთის ინტერესების წინააღმდეგ გამოდიან.

XS
SM
MD
LG