Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა 65 100 000 ლარად გაიყიდა რიგით მერვე აუქციონზე


თბილისში, კოსტავას ქ.N68-ში მდებარე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა რიგით მერვე აუქციონზე. ინფორმაცია შენობის მყიდველის შესახებ აუქციონის სისტემაში ამ დროისთვის არ არის განთავსებული.

დღგ-ს ჩათვლით, ქონების ღირებულება 76 700 000 ლარია. თანხა ინვესტორმა შემდეგი გრაფიკის მიხედვით უნდა გადაიხადოს:

  • 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში;
  • 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა;
  • 20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა;
  • 7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა;
  • 7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, ჯამში, ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული შვიდი აუქციონი ჩაიშალა. პირველი აუქციონი, 122 432 000 ლარი საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს გამოცხადდა, გასულ წელს, ბოლო აუქციონზე კი, ობიექტი დაახლოებით 40 მილიონი ლარით იაფად იყო გამოტანილი.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობის საწყისი ფასი ასე იცვლებოდა:

  • 16/06/2020 - ₾122 432 000;
  • 16/07/2020 - ₾110 343 600;
  • 03/08/2020 - ₾99 536 040;
  • 15/03/2021 - ₾96 904 512;
  • 21/05/2021 - ₾82 455 450;
  • 11/06/2021 - ₾82 455 450;
  • 05/07/2021 - ₾82 455 450.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ახალ შენობას ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.N31-ში იშენებს - მშენებლობის დასრულება 2023 წელს არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG