Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Baza: ორმა რუსმა პოლიციელმა საქართველოში შესვლა შეძლო


საქართველოში რუსეთიდან მომავალი ავტომობილი
საქართველოში რუსეთიდან მომავალი ავტომობილი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის პერიოდში პოლიციელებს ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა 47news.ru და „База“ იუწყებიან. ამით შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმა წყარომ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაცია დაადასტურა.

47news.ru-ს ინფორმაციით, პოლიციელებს უცხოეთში წასვლა თავისი განკარგულებით აუკრძალა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა.

აკრძალვა არ შეეხება მათ, ვისაც ბილეთები 21 სექტემბრამდე აქვთ შეძენილი, მობილიზაციის გამოცხადებამდე.

„База“ წერს, რომ ორმა პოლიციელმა, განკარგულების გამოცემამდე რუსეთიდან გაქცევა მოახერხა. მათ ხელმძღვანელობა არ გაუფრთხილებიათ, არ მიუღიათ ნებართვა და შეძლეს საქართველოში წასვლა „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების დღეს.

გამოცემა ირწმუნება, რომ მესაზღვრეებისთვის სამუშაო ადგილი არ დაუსახელებიათ და შესაბამისად მათდამი კითხვები არ გასჩენიათ. „База“ -ს მიხედვით, ისინი სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებენ და მათი დანიშნულების საბოლოო ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებია.

გამოცემის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ თანამშრომელს რუსეთიდან გასვლისას უარი უთხრეს საზღვრის გადაკვეთაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ბილეთები მობილიზაციის გამოცხადებამდე ჰქონდა ნაყიდი.

მანამდე სამართალდამცავებს გამგზავრება შეეძლოთ მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში, თურქეთში, ტაილანდში, ვიეტნამში, კუბასა და ჩინეთში, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG