Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა - საქსტატი


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 10,5 პროცენტით გაიზარდა. წინა თვეში, ივლისში, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 9,7 პროცენტი იყო გაზრდილი.

"2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში", - აცხადებენ საქსტატში.

საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წლის პირველ რვა თვეში მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 10,3 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG