Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ


ავტორი: მიშო სორდია

ჩვენი სამშობლო სიცივემ მოიცვა,

უხილავი განცდებით ბერავს მთებს,

ვებრძვი მასში დამწყვდეულ ქარების მტვერს,

ჩვენი სამშობლო გაჰკივის,

დადნა მასში შფოთვებით გაყინული სიბრჭყვიალე,

ეს ადამიანების მსგავსი ჩრდილები დასდევენ მას,

მუდმივი ძილისგან გათიშულები ვებრძვით ქალაქს,

თბილისი იწვის,

ჩვენი სამშობლო გადაეფარა ცეცხლს,

ქუჩებში სიჩუმემ გაშალა ხელები,

მითხარით, წავალთ თუ არა სახლებში?!

ჩვენი სამშობლო ჩურჩულებს,

ჩვენ სულებს ამშვიდებს,

თბილისი ჩაქრა,

სავსე ოთახებში უჰაერობით ქრებიან მოხუცი ქალები,

ჩვენი სამშობლო წუხილით დადნა,

დაღეჭილი კორპუსებიდან გაუცხოებისაგან დაუღიათ პირები პოლიეთილენის ოჯახებს,

თბილისი გაეხვია მოკრძალებულ მტვერში,

წარსულით ცხოვრებამ მოთენთა ქალაქი,

თბილისი გონებაში რჩება,

ჩვენმა სამშობლომ ძილი არჩია.

მარცხენა სანაპიროზე თუ ჩაუვლიდით მარჯანიშვილის ხიდთან აუცილებლად შეამჩნევდით დღევანდელი აქტუალურ თვითგამოხატვის გზას ეგრეთწოდებულ ქუჩის ხელოვნების (street art) ერთ ერთ ჩემ საყვარელ ნახატს მოგრძო უშნო ბეტონის კედელზე, სადაც უეცრად ერთ დღეს აღმოვჩნდი თანამედროვეობის დამღუპველი სიღრმისეული ფერადი ბავშვების მრავლისმთქმელი სახეების წინაშე, ყოველ ჯერზე მაოცებდა მათი ეს ეკო თვალები, სევდიანი დედამიწის სიყვარულის თვალები, ტყვიის, სიბინძურის და ნარჩენების ამოუწურავი ნაკადის ფიქრები სახეზე, ახალი საოცარი თაობისთვის ბრძოლის წყურვილის შთაგონებად იქმნებოდა ეს სახეთა ნაზავი, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩავუვლიდი სიფერადის რევოლუციას, მახსენდებოდა თუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ თითოეულმა ამ ქვეყნის მოქალაქემ ყოველდღიურად, ჩვენი პატარა თაობისთვის, არ მინდა ათწლეულების შემდეგ ჩემმა შვილმა მკითხოს მოკრძალებულად და შიშით თუ რა დაემართა ამ ქალაქს?! რატომ არაფერი არ მოვიმოქმედეთ იმისთვის, რომ შეგვეჩერებინა მტვრის წვიმები?!

შემოქმედებითი აფეთქებებით ხდებოდა ჩანაცვლება ცივი მიუსაფარი კედლების და მათი გარდაქმნა რაღაც იმედის მომცემ სითხედ, რომელიც ცდილობდა ჩვენს გონებაში ჩაღვრას, მაგრამ ვინ აცადა?!

კრიტიკის, ანალიზის, მსჯელობის და აზრის გამოტანის უნარი ჩაგვეხშო, მხოლოდ მოთმინება და მდუმარება მთელი სამყაროს მიმართ, წლების განმავლობაში მყოფ გაჩუმებულ ბავშვებზე ზერელედ შეუძლიათ თქვან მშობლებმა : „ უჰ, რა ვიცი, წყნარი და ჩუმი ბავშვია“. არადა ხომ ვუყურებ, ხომ ვხედავ მის პანიკას თვალებში, იგი შველას ითხოვს, იგი ნელ-ნელა ლპება შიგნიდან, მას სურს ცოტ მაინც იფიქროს არა იდეალურ დედაზე და მამაზე და სამშობლოზე, არამედ გაანალიზოს დედამისის, მამამისის და საკუთარი სამშობლოს მინუსები, შემდეგ ამაზე ისაუბროს ღიად და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს ფიქრო იმაზე თუ როგორ შეცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ! უნდა გავაცნობიეროთ, რომ იდეალურები არ ვართ და ეს ნორმალური, ეს მისაღებია, რომ დამპალი მატლების ჩიჩქნას, სჯობს დღევანდელ ბავშვების მომავალზე ვიფიქროთ, იმაზე ვიმსჯელოთ თუ რატომაა ქალაქის აფთიაქებში ხელმისაწვდომი ფსიქოტროპული ტაბლეტები? რატომ გარბიან სახლიდან ბავშვები და შესაფარს მანდ ეძებენ და არა თქვენთან? რატომ ახდენთ თქვენივე შვილების ბრმა ჯარისკაცებად ჩამოყალიბებას?! ყოველდღიურად საქართველოში 30 000 ათას ბავშვზე მეტი შიმშილის დაუოკებელ შეგრძნებას ებრძვის სიმარტოვეში, ეს ქმნის ბიოლოგიურ მარტივ ჯაჭვს რომლის პირველი ნაწილი არის მშობლების შიზოფრენია, და მთავრდება ბავშვთა სიკვდილით, მაგრამ ვაძლევთ ალტერნატივას, ვაძლევთ გამოსავალს, რისკიანს მაგრამ ვეუბნებოდით რომ გწამდეს, რელიგიური სასწაულებს ვაწვდით ლამაზად, მშიერ ადამიანს კი გონება დაბინდული აქვს და ყველანაირ პატარა უაზრო ოცნებებს ებღაუჭება, იგი შეშინებული და მშიერია, ცარიელი კუჭის პირველი თავდაცვა არის პანიკა, პანიკას კი ამშვიდებს ოქროთი ნაშენები ტაძრები და გულზე ჩამოკიდებული ღმერთის სიმბოლო, იმ ღმერთის რომელიც ყველაზე უბრალო და მოსიყვარულე იყო ჩვენს მიმართ. ახლა ვზივარ ჩემთვის კომფორტულ ზონაში, ოფისში სადაც ოცი წუთის განმავლობაში განიხილებოდა თუ რა ეჭამათ ადამიანებს, ზოგი წუხდა რომ ამ ლოკაციაზე მისთვის საყვარელი იტალიური კერძები არ მოდის ზღვის პროდუქტებით, გაცხარდა, გაბრაზდა და გასტრონომიულ მელანქოლიაში ჩავარდნილმა გადაწყვიტა შაურმით შეეცვალა განწყობა! იმ მაგარ ტიპებს არ მივეკუთვნები, მხოლოდ სხვებს რომ აკრიტიკებენ და თვითონ ჩრდილში სხედან და მაინც ამ ამაზრზენი სამყაროს ნაწილები არიან, მაგრამ მაინც თავი მოაქვთ ყველას დამცველად, კარგად მაქვს გაცნობიერებული ისიც რომ მეც იმ საერთო ნეხვის პატარა დაგორგოლავებული ბურთულა ვარ, უბრალოდ ვეღარ ვუძლებ ფსიქოლოგიურად და უკვე ფიზიკურადაც ამდენ უარყოფით ინფორმაციას და ადამიანების ნაკადს რომლებიც დამშეულ ნეხვიჭამია ბუზებს წააგავენ, რომლებსაც თვალებში მხოლოდ ანარეკლები აქვთ, მსურს ნამდვილი ვიყო, უბრალოდ ავდგე და ვიმოქმედო, გულწრფელად და უსასყიდლოდ გავცე თუნდაც უმნიშვნელო ნივთები, მგრძნობიარედ მოვუსმინო ადამიანებს, იქნებ შევძლო ვინმეს დახმარება ან იქნებ ვინმემ მე შემანჯღრიოს ისე ძლიერად, რომ ზედმეტი კანი მომაძროს რაც სიმსუბუქეში მიშლის ხელს, მთელი გულით მინდა მჯეროდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ამ საერთო საქმისთვის რასაც ბავშვები ჰქვია, რაც განაპირობებს და მოიცავს ჩვენს დღევანდელობას, არცერთი ქვეყნის აღიარებას და ქება დიდებას არ ექნება აზრი თუ ჩვენ ჩვენს ადამიანობას დავკარგავთ და ჩვენივე პატარა შვილებს გავჭყლეტთ ღვინის, ჩურჩხელის და ტურისტებისთვის გადანახული ღიმილების ხარჯზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG