Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერებმა რუსეთში ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა


„ალტ-ინფოს" წარმომადგენლები ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმზე
„ალტ-ინფოს" წარმომადგენლები ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმზე

ჰომოფობიური და პრორუსული რიტორიკით ცნობილი პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები და ტელეარხ „ალტ-ინფოს" წამყვანები რუსეთში, ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში მონაწილეობდნენ. ცნობას „ფეისბუკზე" ავრცელებს ზურაბ მახარაძე, „კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი.

„ფორუმის ფარგლებში შედგა დიალოგი რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრ სერგეი იურევიჩ გლაზევთან და ფედერაციის საბჭოს სენატორ იგორ ნიკოლაევიჩ მოროზოვთან.

საუბარი შეეხებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას, უსაფრთხოებასა და იმ შესაძლო ეკონომიკურ პერსპექტივებს, რომლებიც საქართველოსთვის ევრაზიულ სივრცეში იხსნება", - წერს მახარაძე.

ზურაბ მახარაძე ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმზე
ზურაბ მახარაძე ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმზე

„ალტ-ინფოს" დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები. კონტრაქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

„კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.

XS
SM
MD
LG