Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა


ხანძარი ქერჩის ხიდზე. 8 ოქტმობერი, 2022.

უკრაინული ნახევარკუნძულის, ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე გამთენიისას დიდი ხანძარი გაჩნდა.

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, სარკინიგზო ხიდზე იწვის საწვავის ავზი, თუმცა მიზეზს არ აზუსტებენ.

კადრები აჩვენებს როგორ იწვის ქერჩის სრუტის სარკინიგზო ხიდზე მატარებელი, ასევე, როგორც ჩანს, დაზიანებულია საავტომობილო გზის ნაწილიც.

ყირიმი 2014 წელს ანექსირებული იქნა მოსკოვის მიერ, რომელიც ახლა იყენებს ხიდს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გადასატანად.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია.

ყირიმის ხიდი, როგორც ამბობენ, უკრაინული ძალების მთავარი სამიზნეა, რომლებიც ცდილობენ თავს დაესხან რუსულ ლოჯისტიკას.

ხიდი ქერჩის სრუტეზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, ყირიმის უკანონო ანექსიიდან ოთხი წლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG