Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინის "კონფლიქტში მხარეა"


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა. 2022 წლის 20 სექტემბერი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა. 2022 წლის 20 სექტემბერი

სააგენტო Reuters-ის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირი "კონფლიქტის მხარე" გახდა, რადგან უკრაინას იარაღს აწვდის და სახელმწიფოები, რომლებიც იარაღით ამარაგებენ უკრაინას, „ტერორიზმის სპონსორები“ არიან.

20 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაიმეორა მოსკოვის აგრესიული კრიტიკა დასავლეთისადმი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღის მიწოდების გამო, რათა დაეხმაროს კიევს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.

რუსეთმა სრულმასშტაბიან ომი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ წელს, 24 თებერვალს. დაიწყო. აშშ და ევროპის კავშირის წევრები, ასევე დიდი ბრიტანეთი, მხარში უდგანან კიევს, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევენ მას.

XS
SM
MD
LG