ინფორმაცია 75 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტლის" დირექტორმა დაადასტურა.
„პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, მრავლობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიება ტარდებოდა საათ-ნახევრის განმავლობაში. პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.
აფეთქება (სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის) 22 ოქტომბერს ლიკანში, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა.
ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის 30-მდე მცხოვრებელი სასტუმროებში გადაიყვანა.