რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ირკუტსკის რეგიონის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდნილი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, Су-30-ის ორივე მფრინავი დაიღუპა.
თვითმფრინავის დაცემის შედეგად სრულად დაიწვა ორსართულიანი ხის სახლი. ხანძარი გავრცელდა 200 კვ მეტრზე. მფრინავების გარდა, არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავის ვარდნის დაზუსტებული მისამართია: ირკუტსკი, პრჟევალსკის ქუჩა 32, სადაც მდებარეობდა კერძო სახლი, რომელშიც ორი ოჯახი ცხოვრობდა.
თვითმფრინავი გამოსაცდელ ფრენას ახორციელებდა.
ერთი კვირის წინ, კრასნოდარის მხარის ქალაქ იეისკში Су-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ვარდნისას სამხედრო თვითმფრინავი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეხო.