Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ადამიანი დაიღუპა პერმის დენთის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად

რუსეთის მედიის ცნობით, ხანძარი პერმის დენთის ქარხანაში გაჩნდა 22 ოქტომბერს ღამით, 20 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პლასტმასის საამქროში, სადაც ტექნიკური პროცესი მიმდინარეობდა.

ქარხნის მახლობლად მცხოვრებმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის გაჩენას წინ უძღოდა აფეთქების ხმა. თუმცა ამ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში არ ადასტურებენ.

პერმის დენთის ქარხანა ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა რუსეთის სამხედრო მრეწველობაში. ქარხანა აწარმოებს მშრალ საწვავს „გრადის“, „სმერჩის“ და საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის, ასევე დენთს - მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღისთვის.

XS
SM
MD
LG