საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია გაიმართება", - წერია ინფორმაციაში.
პრემიერთან ერთად დელეგაციის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
"უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს ვიზიტი, რასაკვირველია, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში და საფეხურზე აიყვანს", - ამბობს საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაზა გოგსაძე.
დაწერეთ კომენტარი