Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრს


ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო გადაღებულია 2021 წლის 8 სექტემბერს, ფაშინიანის თბილისში ვიზიტისას
ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო გადაღებულია 2021 წლის 8 სექტემბერს, ფაშინიანის თბილისში ვიზიტისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათაშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში, 2023 წლის დასაწყისში", - წერია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ თითქმის იმავე შინაარსის პრესრელიზი გამოაქვეყნა ნიკოლ ფაშინიანის პრესსამსახურმაც.

XS
SM
MD
LG