Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას ხელმძღვანელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს 


ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. ოქტომბერი, 2022წელი
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. ოქტომბერი, 2022წელი

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, შეწყვიტონ ცეცხლი ერთი თვით, კატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის განმავლობაში.

ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს ინფანტინომ უთხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში არის „უნიკალური პლატფორმა“ მშვიდობისა და ერთიანობისთვის, რადგან ამ მოვლენას ტელევიზიით თვალს მიადევნებს დაახლოებით ხუთი მილიარდი ადამიანი.

„ამიტომ, გთხოვთ ყველას, მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაიცვათ ერთი თვით დროებითი ცეცხლის შეწყვეტა“, - თქვა მან "დიდი ოცეულის" ლიდერებთან, ინდონეზიაში გამართულ სადილზე, იტყობინება dpa.

მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში კატარი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG