Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი ფიქრობს, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი გაგრძელდება


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ანკარა. 2 ნოემბერი, 2022 წელი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ანკარა. 2 ნოემბერი, 2022 წელი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ, მისი აზრით, შეთანხმება, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს და რომელსაც ვადა ეწურება, ძალაში დარჩება, იტყობინება AFP-ი.

"მე იმ აზრის ვარ, რომ ეს გაგრძელდება", - განაცხადა ერდოანმა პრესკონფერენციაზე ბალიზე, ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე.

უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. რუსეთის შეჭრამ ქვეყანაში 20 მილიონი ტონა მარცვლეული შეაყოვნა ნავსადგურებში მანამ, სანამ ივლისში ხელი არ მოეწერა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა.

ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაბრუნების შემდეგ ის მოელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

XS
SM
MD
LG