Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ევროპაში პირველი კოსმოდრომის ამოქმედების ლიცენზია მიიღო


მოდიფიცირებული Boeing 747 კომპანია Virgin Orbit-ის რაკეტით. კალიფორნია. 2021 წლის 30 ივნისი
მოდიფიცირებული Boeing 747 კომპანია Virgin Orbit-ის რაკეტით. კალიფორნია. 2021 წლის 30 ივნისი

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა გასცა ლიცენზია პირველი ბრიტანული კოსმოსური პორტის ამოქმედების შესახებ.

ის მდებარეობს კორნუოლში. მშენებლობა უკვე თითქმის დასრულებულია და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს იქიდან დედამიწის თანამგზავრს გაუშვებენ.

კორნუოლში მდებარე კოსმოდრომი პირველი იქნება არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროპაშიც. ახლა ევროპული ქვეყნების საკუთრებაში სამი კოსმოსური ნავსადგურია: ერთს მართავს იტალია, კიდევ ორს - საფრანგეთი, მაგრამ ისინი მდებარეობენ ევროპის ტერიტორიიდან მოშორებით, ეკვატორთან.

საკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელიც ეკუთვნის Virgin Orbit-ს, მოდიფიცირებული Boeing 747-ის ტიპის თვითმფრინავის მიერ იქნება გაშვებული. კომპანიის მფლობელი რიჩარდ ბრენსონი იმედოვნებს, რომ ყველა ნებართვას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

ახლა დიდ ბრიტანეთში კოსმოსურ მრეწველობაში დაახლოებით 47 ათასი ადამიანი მუშაობს. ეს ქვეყანა აწარმოებს უფრო მეტ თანამგზავრს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, აშშ-ის გარდა. მთავრობის შეფასებით, ბრიტანეთში საკუთარი კოსმოდრომის არსებობა მომდევნო ათწლეულში მის ეკონომიკას 4,5 მილიარდ დოლარს მოუტანს.

XS
SM
MD
LG