Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი განსაცდელი უკრაინელებისთვის - სიცივე და თოვლი ენერგოკრიზისის ფონზე

ტემპერატურის შემდგომი მოსალოდნელი ვარდნის გამო, ახლახან გათავისუფლებული ხერსონის ეს მცხოვრებლები მე-17 ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ ცენტრში სურსათის მისაღებად იბრძვიან.
ტემპერატურის შემდგომი მოსალოდნელი ვარდნის გამო, ახლახან გათავისუფლებული ხერსონის ეს მცხოვრებლები მე-17 ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელ ცენტრში სურსათის მისაღებად იბრძვიან.

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ამ დროს კიევში პირველი თოვლი მოვიდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ხალხის ტანჯვას, რომელიც საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტს ებრძვის. კიევი აცხადებს, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსეთის სარაკეტო დარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ.

სულ უფრო მეტი მცხოვრები დგება რიგში დახმარების მისაღებად ხერსონში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღსადგენად, ხელისუფლებამ გააფრთხილა ხალხი, რომ პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს რუსული ძალების უკანდახევის დროს განთავსებული ნაღმების გამო.

უკრაინის მედიის თანახმად, რუსეთის არმიამ ხერსონიდან უკან დახევამდე ააფეთქა საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი. ქალაქი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები ნაღმავენ ტერიტორიებს ყველგან, სადაც კი შეუძლიათ - ხერსონიდან დნეპრის მარცხენა ნაპირამდე ხერსონის ოლქში.

ეროვნულმა ელექტროკომპანიამ აღნიშნა, რომ 15 ნოემბერს რუსული სარაკეტო დარტყმების ტალღამ 15 ენერგეტიკული ობიექტი დააზიანა, რის შედეგადაც ათასობითკილომეტრიანი მთავარი მაღალი ძაბვის ხაზები აღარ მუშაობს.
ეროვნულმა ელექტროკომპანიამ აღნიშნა, რომ 15 ნოემბერს რუსული სარაკეტო დარტყმების ტალღამ 15 ენერგეტიკული ობიექტი დააზიანა, რის შედეგადაც ათასობითკილომეტრიანი მთავარი მაღალი ძაბვის ხაზები აღარ მუშაობს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ტელეგრამზე წერს, რომ „რუსმა ტერორისტებმა ისევ მიაყენეს მასირებული დარტყმა“ უკრაინის ზოგიერთი ოლქის ენერგოსისტემის ობიექტებს. ტიმოშენკოს თანახმად, რუსული რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ნაწილმა კი სამიზნეებამდე მიაღწია.

უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ ათ მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტროსადგურების და სხვა ენერგეტიკული ობიექტების აფეთქებით რუსეთი ომს აწარმოებს ხალხის საარსებო წყაროს წინააღმდეგ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში.

საწვავის უკმარისობასთან დაკავშირებული შიშის მატებასთან ერთად, მძღოლები ხერსონში მარაგს აგროვებენ.
საწვავის უკმარისობასთან დაკავშირებული შიშის მატებასთან ერთად, მძღოლები ხერსონში მარაგს აგროვებენ.

ელექტროენერგიის მოხმარება რა ხანია საგრძნობლად შემცირდა დედაქალაქ კიევში და კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში. ამის შესახებ მოსახლეობა ადრე გააფრთხილა სახელმწიფო კომპანია „უკრენერგომ“.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქის და ამ ოლქების ენერგოობიექტები ყველაზე მეტად დაზიანდა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 10, 11, 17 და 22 ოქტომბერს და 2 ნოემბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევების შედეგად. ენერგოსისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, უკრაინაში ოქტომბრიდან მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი.

ძალიან გრძელი რიგები დადგა საწვავისთვის ხერსონში 17 ნოემბერს.
ძალიან გრძელი რიგები დადგა საწვავისთვის ხერსონში 17 ნოემბერს.
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მარიუპოლის ბევრი მცხოვრები ასევე დგას ელექტროენერგიის, წყლის თუ გაზის უკმარისობის წინაშე, ხალხი ხშირად გარეთ დანთებულ ცეცხლთან თბება.
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მარიუპოლის ბევრი მცხოვრები ასევე დგას ელექტროენერგიის, წყლის თუ გაზის უკმარისობის წინაშე, ხალხი ხშირად გარეთ დანთებულ ცეცხლთან თბება.

ამერიკული კომპანია Maxar-ის თანამგზავრებით გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომ მარიუპოლში საფლავების რაოდენობა გაიზარდა, იუწყებოდა „ბი-ბი-სი“.

ივნისში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის უწყებამ დაადასტურა, რომ მარიუპოლში საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა 1348 სამოქალაქო პირი, მათ შორის 70 ბავშვი. გაერო მაშინ აცხადებდა, რომ დახოცილთა რეალური რიცხვი უფრო მაღალია, რადგან ომის დროს ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ძნელი იყო.

გაეროს შეფასებით, მარიუპოლი დატოვა 350 ათასამდე მოსახლემ. ბოლო თვეებში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ქალაქის მხოლოდ ცალკეულ ფოტოებს აქვეყნებენ, თუმცა ამ ფოტოებზეც ჩანს, რომ მარიუპოლის რეალობა გახდა ცარიელი ქუჩები და ნანგრევები. ქალაქში ომამდე 450 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთი დაჰპირდა აღდგენით პროექტებს მარიუპოლს, რომელიც დიდწილად დანგრეულია, მაგრამ სამხრეთის ამ ქალაქის ბევრი მცხოვრები, როგორიცაა, მაგალითად, 68 წლის ალექსანდრა ზელენსკაია, მძიმე პირობებშია მიტოვებული საკუთარი თავის იმედად.

რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამიზნე იყო, მას ომის დაწყების შემდეგ უწყვეტად უტევდნენ ჰაერიდან და ხმელეთიდან. როცა ის მაისში რუსეთის ძალების კონტროლს დაექვემდებარა, იმ დროისთვის უკვე ათასობით სამოქალაქო პირი იყო დაღუპული და ქალაქის დიდი ნაწილი განადგურებული.

მარიუპოლის მკვიდრი, ჰალინა შევცოვა, თავის ქმართან, პავლოსთან ერთად, ამ დანგრეული შენობის სარდაფში ცხოვრობს.
მარიუპოლის მკვიდრი, ჰალინა შევცოვა, თავის ქმართან, პავლოსთან ერთად, ამ დანგრეული შენობის სარდაფში ცხოვრობს.
პავლო და ჰალინა ცივ, ბნელ სარდაფში ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც მათი სახლი დაინგრა მარტის თვეში.
პავლო და ჰალინა ცივ, ბნელ სარდაფში ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც მათი სახლი დაინგრა მარტის თვეში.

რუსეთის სარაკეტო დარტყმების თანმიმდევრულმა ტალღებმა გაანადგურა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი, განაცხადა 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, მაშინ როცა გაერომ გაფრთხილება გამოთქვა უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ ამ ზამთარში ელექტროენერგიისა და წყლის უკმარისობის გამო.

„სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენი ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი მწყობრიდან გამოსულია“, განაცხადა შმიჰალმა.

მან ისაუბრა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ვალდის დომბროვსკისთან ერთად, რომელიც ესტუმრა კიევს, რათა განეხილა ევროპის კავშირის გადაუდებელი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის უახლოეს თვეებში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა ქვეყანაში, სადაც ომამდე მოსახლეობა დაახლოებით 44 მილიონს შეადგენდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის იძულებითი საავარიო გამორთვის განკარგულება გასცა.

კიევში პირველი თოვლი მოვიდა.
კიევში პირველი თოვლი მოვიდა.

XS
SM
MD
LG