Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ადამიანი დაიღუპა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ კლუბში მომხდარი სროლის დროს


ტერიტორია კოლორადოს სპრინგსში, სადაც 2022 წლის 20 ნოემბერს სროლა მოხდა
ტერიტორია კოლორადოს სპრინგსში, სადაც 2022 წლის 20 ნოემბერს სროლა მოხდა

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა აშშ-ში, კოლორადოს სპრინგსში მდებარე ლგბტ ღამის კლუბში ატეხილი სროლის შედეგად.

ტელეკომპანია CNN-ის თანახმად, პოლიციამ Club Q-ში სროლის შესახებ ინფორმაცია 20 ნოემბრის შუაღამისას მიიღო. ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივები უცნობია.

პოლიციამ ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველებს სროლაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კლუბის ინფორმაციით, მსროლელი თავად სტუმრებმა შეიპყრეს. Club Q-ის ხელმძღვანელებმა თავდასხმას ლგბტ თემზე "უაზრო თავდასხმა" უწოდეს.

  • 20 ნოემბერი ტრანსფობიის შედეგად გარდაცვლილი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეა.
XS
SM
MD
LG