Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიანსკში ცხოველთა თავშესაფარს ცეცხლი გაუჩნდა, 52 კატა და ძაღლი დაიხოცა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის ქალაქ ბრიანსკთან მდებარე ერთ-ერთ უპატრონო ცხოველების თავშესაფარს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 50 კატა, ერთი ძაღლი და ლეკვი დაიხოცნენ.

კერძო თავშესაფარი „მაწანწალის სახლი“ 55 წლის თადარიგის პოლიციელ, გენადი პალჩიკოვსკის ეკუთვნოდა. მისი ნაკვეთის ეზოში მდებარე გალიებში ცალკე ცხოვრობდნენ ძაღლები.

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, თავშესაფარს ხანძარი შაბათ საღამოს გაუჩნდა. ერთი ძაღლისა და ლეკვის გარდა, გალიებში მყოფი ძაღლები გადარჩნენ. თავშესაფარში მყოფი ყველა კატა დაიხოცა.

ერთ-ერთმა მოხალისემ, რომელიც თავშესაფარში მუშაობდა, ადგილობრივ გამოცემას უთხრა, რომ მეზობლები, რომლებსაც აწუხებდათ ძაღლების ყეფა, ხშირად ემუქრებოდნენ პალჩიკოსვკის და მას ჭიშკარსაც კი უკეტავდნენ, რომ გარეთ ვერ გამოსულიყო. "ხელს უშლიდათ ძაღლები, კატები კი დახოცეს", - აცხადებს ცხოველთა დამცველი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხანძარი ვიღაცის განზრახვით მოხდა.

ცხოველთა უფლებების დამცველებმა პოლიციაში განცხადება დაწერეს, რომელშიც თავშესაფრის დაწვისა და ცხოველების დახოცვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG