Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ცენტრში დამწვარი შენობიდან ხუთი დაღუპულის ცხედარი გამოიტანეს


მოსკოვის ცენტრში კვირას მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის ნანგრევებიდან ხუთი მსხვერპლის ცხედარია ამოღებული, ამის შესახებ დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველო იტყობინება. შენობაში მყოფი შვიდი ადამიანი გადაარჩინეს.

კვირას, დღის მეორე ნახევარში, დიდი ხანძარი გაჩნდა ორსართულიან აგურის შენობაში კალანჩევსკაიას მოედანთან ("სამი სადგურის მოედანი"). გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, განთავსებული იყო ავეჯის და ფარნების მაღაზია, ასევე ყვავილების მაღაზიის საწყობი. ხანძრის საერთო ფართობი 2500 კვადრატული მეტრი იყო.

ხანძრის ჩაქრობაში 35 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის სამი ვერტმფრენი და სახანძრო მანქანა. მიუხედავად ამისა, ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ხანძრის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ხანძრის შესაძლო მიზეზებად ელექტროგამათბობელი მოწყობილობის გაუმართაობა და ელექტროსისტემის ავარიულ რეჟიმში მუშაობა დასახელდა.

XS
SM
MD
LG