Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: გელათში პრობლემა გაჩნდა იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია აღარ იყო მოწოდების სიმაღლეზე


კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრალურ უნივერსიტეტში რეფორმის აუცილებლობაზესაუბრისას სამხატვრო აკადემიაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ეს არის პირველი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც სამინისტროსგან რეფორმის გასატარებლად მიიღო დაფინანსება.

"პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც დაფინანსება მიიღო რეფორმის განსახორციელებლად, არის სამხატვრო აკადემია, რომელმაც წამოადგინა რეფორმის სტრატეგია და მარტივად რომ ვთქვა, სამხატვრო აკადემიაში რეფორმა უნდა მოემსახუროს იმას, რომ სტუდენტი იყოს კმაყოფილი მიღებული განათლების ხარისხით და ქვეყანას არ გაუჩნდეს ისეთი პრობლემა, როგორიცაა გელათი.

გელათში პრობლემა გაჩნდა იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია აღარ იყო მოწოდების სიმაღლეზე და აღარ აწარმოებდა იმ კადრებს, რომელსაც უნდა მიეხედა ძეგლისთვის. მათ დადეს დოკუმენტი, სტრატეგია, რომლითაც ისინი შექმნიან ახალ ფაკულტეტს, გაზრდიან ხელფასებს, მოიწვევენ იმ კადრებს, ვინც საკუთარ თავზე კი არ ზრუნავს, არამედ სტუდენტზე, გაგვიჩნდა საფუძველი, მათ ეს რეფორმა დავუფინანსოთ. გვინდა, მეორე უნივერსიტეტი იყოთ თქვენ" - უთხრა კულტურის მინისტრმა თეატრალურ უნივერსიტეტში შეკრებილ აუდიტორიას.

სამხატვრო აკადემიაში რექტორის არჩევნები ნოემბრის თვეში გაიმართა და მასში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობდა.

გელათის მონასტერთან დაკავშირებული დასკვნა, სადაც იქ ჩატარებული რეაბილიტაციისას დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი, თავისუფლების მონიტორმა მოიპოვა.

გასაიდუმლოებული ფიასკო გელათზე
please wait

No media source currently available

0:00 0:28:00 0:00

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ თბილისში გელათის დასაცავად აქცია გაიმართა.

XS
SM
MD
LG