რუსეთმა და უკრაინამ გამოაცხადეს პატიმართა გაცვლის კიდევ ერთი ოპერაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც გაიცვალა 12 უკრაინელი და ცხრა რუსი.
"ომის პატიმართა კიდევ ერთი გაცვლა. ჩვენ შევძელით [მიგვეღწია] 12 [უკრაინელის] გათავისუფლებისთვის. ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლს, ჩერნობილის [ატომურ სადგურს] და კუნძულ ზმეინის, შინ ბრუნდებიან", - წერს 26 ნოემბერს ტვიტერით ანდრი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "მოლაპარაკების პროცესის შედეგად" გათავისუფლებულ იქნა ცხრა რუსი პატიმარი.
თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევმა და მოსკოვმა საერთო ჯამში გაცვალეს 1000-ზე მეტი პატიმარი.