Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობაზე ფიქრი შეწყვიტა


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოზიციაზე კენჭისყრას არ აპირებს ენმ-ისა და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს, აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება, არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული დამარცხებულს და დამარცხებული გამარჯვებულს გაუწვდის ხელს", - თქვა ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის" ეთერში.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და პოლიტიკა 2021 წლის დასაწყისში დატოვა, ჯერ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში თქვა, ხოლო შემდეგ „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს.

ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG