Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლებას მოსალოდნელი საომარი მოქმედებების გამო  დნეპრის მარცხენა სანაპიროდან ხალხი გაჰყავს


ხერსონის ოლქის ერთ-ერთი შესასვლელი
ხერსონის ოლქის ერთ-ერთი შესასვლელი

ხერსონის ოლქში უკრაინის ხელისუფლება იმ უკრაინელების ევაკუაციას გეგმავს, რომლებიც მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სააგარაკო დასახლებაში იმყოფებიან და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრეს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხალხს 3-5 დეკემბერს გამოიყვანენ.

„ევაკუაცია აუცილებელია ამ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შესაძლო გაძლიერების გამო. მდინარის გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ მდინარის სადგურის მონაკვეთზე. მდინარის სხვა ნაწილებში გადაკვეთის ნებართვა არ იქნება“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

უკრაინის ხელისუფლება არ ავრცელებს ინფორმაციას, არის თუ არა შეთანხმება რუსულ მხარესთან და როგორ რეაგირებენ ისინი ევაკუაციაზე.

XS
SM
MD
LG