Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიას მზად აქვს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეცხრე პაკეტი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროკომისიამ დაასრულა მუშაობა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეცხრე პაკეტზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელიდან იუწყება, რომ ევროკომისიამ შესაბამისი ინფორმაცია 4 დეკემბერს გაუგზავნა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.

სანქციების სია, რომელშიც 180-მდე დასახელებაა, მიმართულია ბანკების, მედიასაშუალებების და ტექნოლოგიების წინააღმდეგ. სანქციები ისევ არ შეხებია ბელარუსს.

სავარაუდოა, რომ სანქციების მეცხრე პაკეტი 12 დეკემბერს შეთანხმდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ევროკომისიამ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG