Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება მოხდა რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

წინასწარი ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „რია ნოვოსტი“ და „ტასი“ წერენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით.

„ტასის“ თანახმად, აფეთქება საავიაციო ტექნიკის სადგომზე მოხდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, აეროდრომზე ბენზინმზიდი აფეთქდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG